Sunday, April 13, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია
   - დღეს ბოლო დღეა ტრენინგის
    - რა ვიცოდი?                       ...... ბევრი არაფერი
    - რა მინდოდა მესწავლა?   ...... ტექნოლოგიების გამოყენება პროექტზე მუშაობის დროს
    - რა ვისწავლე?             ........  ვისწავლე : პროექტის გეგმის შედგენა,ფოტო  და ვიდეო მასალის შექმნა, ბროშურის მომზადება, პროექტის პრეზენტაციის,  საგაზეთო სტატიისა და ფასილიტაციის პრეზენტაციის შექმნა და კიდევ ბევრი რამ
 დღეს შევაჯამეთ ცხრა დღიანი მუშაობის შედეგები , ჩვენი წევრების მიერ მოხდა პრეზენტაცია, ყველა ძალიან საინტერესო იყო. ბევრი რამ ვისწავლეთ  ერთმანეთისაგან.
კოლეგებო გისურვებთ წარმატებას
 მადლობა გიორგია არავიაშვილს , ჯგუფის სახელით ვუსურვებ წარმატებას
 

Saturday, April 12, 2014

მერვე დღის რეფლექსია
დღეს დავფიქრდი და....
იწურება ჩვენი ტრენინგის ვადები, რა ვიცოდი დასწყისში? რისი კეთება შემეძლო?
ახლა რომ ვიწყებდე პროექტზე მუშაობას სრულიად განსხვავებულ ნამიშევარს წარმოვადგენდი
გაზეთის შეფასების რუბრიკაზე მუშაობის დროს მკაფიოდ დავინახე ჩემი შეცდომები
 კიდევ ერთხელ რომ გავიარო ეს ტრენინგი აი მაშინ სულ სხვა იქნებოდა

Friday, April 11, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია:
ტრენინიგის წევრებმა მოვახდინეთ გაზეთის პრეზენტაცია, მოვისმინეთ და გავითვალისწინეთ კომენტარები.
შევქმენით პორტფოლიო და ვიმუშავეთ დრაივში პორტფოლიოს განთავსებაზე
სასწავლო პროექტი,პეზენტაცია,ბროშურა და საგაზეთო სტატია  განვათავსეთ პორტფოლიოში (დრაივ-რეჟიმში)
ვისწავლეთ როგორ განვათავსოთ  რესურსები დრაივში კომპიუტერიდან და ფოსტიდან
ვისწავლეთ შეფასების ფორმის შექმნა
ამ დღემაც ნაყოფიერად ჩაიარა

წინარე ცოდნის კვლევა

წინარე ცოდნის კვლევა

Thursday, April 10, 2014

დღე მეექვსე
დღეს მოვისმინეთ მონაწილეთა პრეზენტაციები ბროშურის შესახებ, გამოვთქვით მოსაზრებები
სახელმძღვანელოდან განვიხილეთ საავტორო უფლებების ქაოსი, ინტერნეტის გამოყენება კვლევისათვის.
ვიმუშავეთ საგაზეთო სტატიის შექმნაზე


Saturday, April 5, 2014

 დღე მეხუთე

ვისწავლე როგორ მოვამზადო   პრეზენტაცია ჩემს სასწავლო პროექტზე
როგორ გავაფორმო პროექტი
მადლობა გიორგის ჩვენი დახმარებისათვის