Sunday, April 13, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია
   - დღეს ბოლო დღეა ტრენინგის
    - რა ვიცოდი?                       ...... ბევრი არაფერი
    - რა მინდოდა მესწავლა?   ...... ტექნოლოგიების გამოყენება პროექტზე მუშაობის დროს
    - რა ვისწავლე?             ........  ვისწავლე : პროექტის გეგმის შედგენა,ფოტო  და ვიდეო მასალის შექმნა, ბროშურის მომზადება, პროექტის პრეზენტაციის,  საგაზეთო სტატიისა და ფასილიტაციის პრეზენტაციის შექმნა და კიდევ ბევრი რამ
 დღეს შევაჯამეთ ცხრა დღიანი მუშაობის შედეგები , ჩვენი წევრების მიერ მოხდა პრეზენტაცია, ყველა ძალიან საინტერესო იყო. ბევრი რამ ვისწავლეთ  ერთმანეთისაგან.
კოლეგებო გისურვებთ წარმატებას
 მადლობა გიორგია არავიაშვილს , ჯგუფის სახელით ვუსურვებ წარმატებას
 

Saturday, April 12, 2014

მერვე დღის რეფლექსია
დღეს დავფიქრდი და....
იწურება ჩვენი ტრენინგის ვადები, რა ვიცოდი დასწყისში? რისი კეთება შემეძლო?
ახლა რომ ვიწყებდე პროექტზე მუშაობას სრულიად განსხვავებულ ნამიშევარს წარმოვადგენდი
გაზეთის შეფასების რუბრიკაზე მუშაობის დროს მკაფიოდ დავინახე ჩემი შეცდომები
 კიდევ ერთხელ რომ გავიარო ეს ტრენინგი აი მაშინ სულ სხვა იქნებოდა

Friday, April 11, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია:
ტრენინიგის წევრებმა მოვახდინეთ გაზეთის პრეზენტაცია, მოვისმინეთ და გავითვალისწინეთ კომენტარები.
შევქმენით პორტფოლიო და ვიმუშავეთ დრაივში პორტფოლიოს განთავსებაზე
სასწავლო პროექტი,პეზენტაცია,ბროშურა და საგაზეთო სტატია  განვათავსეთ პორტფოლიოში (დრაივ-რეჟიმში)
ვისწავლეთ როგორ განვათავსოთ  რესურსები დრაივში კომპიუტერიდან და ფოსტიდან
ვისწავლეთ შეფასების ფორმის შექმნა
ამ დღემაც ნაყოფიერად ჩაიარა

წინარე ცოდნის კვლევა

წინარე ცოდნის კვლევა

Thursday, April 10, 2014

დღე მეექვსე
დღეს მოვისმინეთ მონაწილეთა პრეზენტაციები ბროშურის შესახებ, გამოვთქვით მოსაზრებები
სახელმძღვანელოდან განვიხილეთ საავტორო უფლებების ქაოსი, ინტერნეტის გამოყენება კვლევისათვის.
ვიმუშავეთ საგაზეთო სტატიის შექმნაზე


Saturday, April 5, 2014

 დღე მეხუთე

ვისწავლე როგორ მოვამზადო   პრეზენტაცია ჩემს სასწავლო პროექტზე
როგორ გავაფორმო პროექტი
მადლობა გიორგის ჩვენი დახმარებისათვის

Sunday, March 30, 2014

დღე მეოთხე - რეფლექსია

დღეს ჩვენს ბლოგზე განვათავსეთ პროექტის საკვანძო კითხვები და შევქმენით მონაწილეთა ბლოგების ჩამონათვალი.

დღე მეოთხე - მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

     პროექტი          სოციალური კვლევა
   

ზოგადი კითხვები:

1. რა  არის კვლევა?
2. უახლოესი პერიოდში ჩატარებული რომელი კვლევის შესახებ გსმენიათ და რას ემსახურებოდა ის?


თემატური კითხვები:

1.რა არის სოციოლოგია?
2. რაში დაგვეხმარება სოციალური კვლევა?
3. ვინ გამოიყენებს კვლევის შედეგებს?
4. რა დადებითი და უარყოფითი შედეგები ახლავს მიგრაციას?
5. რა არის ურბანიზაცია და რა შედეგები ახლავს მას?


შინაარსობრივი კითხვები:

1. ჩამოთვალეთ, რა სახის კითხვები შეიძლება იყოს კითხვარში?
2. რა  მიზეზები განაპირობებს მოსახლეობის რაოდენობრივ მატებას დედაქალაქში?
3. უფრო მეტად რომელი რეგიონებიდან ხდება მიგრაცია დედაქალაქში?
4. რა პრობლემები შეიძლება გაჩნდეს დედაქალაქში მოსახლეობის მატების შედეგად?
5. რას გამოიწვევს სოფლის დეპოპულაცია?
6. როგორია ლოკალური გარემოს სქესობრივ-ასაკობრივი, რელიგიური, ეროვნული და სოციალური სტრუქტურა?


  

Saturday, March 29, 2014

დღე მესამე

მასამე დღეს დავამუშავეთ დავალებები, ვისწავლეთ დიზაინის არჩევა და გამოყენება, განსაკუტრებით საინტერესოა შესვენების პროცესი    ნუგბარ- ნუგბარის სურნელი და ზოგიერთი მსუნაგის ყურებააააა

Friday, March 28, 2014

დღე მეორე

 მეორე  დღეს განვიხილეთ შესასრულებელი პროექტების მონახაზები, ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და დავიწყეთ საინფორმაციო ბროშურის მომზადება.

დღე პირველი

პირველი დღე დაიწყო ჩვენი გაცნობით, ტრენერმა წარმოგვიდგინა დღის რეჟიმი. შემდეგ გაგვაცნო ამერიკელი კოლეგების მიერ შემუშავებული პროექტები. დავიყავით ჯგუფებად და დავამუშავეთ  თითო პროექტი, შემდეგ გავაკეთეთ პრეზენტაციები. ბოლოს ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება.